ლევანიტა — სიყვარული, რომელიც ღვინოდ იქცა

მამის სიყვარულის, ქართული ტრადიციისა და ვაზის მარადიული სულისგან დაბადებული ღვინო აბაშიდან

ლევანიტა - ოჯახური სიყვარულისა და ღვინის დაწურვის ქართული ტრადიციის გაერთიანებაა.

ჩვენ ვქმნით ღვინოს, რომელიც მამის და შვილის ურთიერთობის სიმბოლოა — თაობებს შორის სიყვარულის ხიდია.

ჩვენი მიზანია, ქართული ენდემური ვაზის ჯიშების აღდგენა და მათი პოპულარიზაცია

ბრენდის ღირებულებები - ოჯახი და სიყვარული

„ლევანიტა“ არის ღვინო, რომელიც დაიბადა მამისა და შვილის სიყვარულიდან.

ეს ბრენდი არა მხოლოდ პროდუქტია, არამედ ემოციური ამბავი, რომელიც თითოეულ ბოთლში იგრძნობა.

ყოველი წვეთი არის ქართული ტრადიციის გაგრძელება, რომელიც გადადის თაობიდან თაობაში.

ეს არის ნამდვილი ქართული ამბავი, რომელსაც ადამიანები მთელ მსოფლიოში შეძლებენ გაუზიარონ.

 

აბაშის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოს გულში, მდებარეობს სოფელი მარანი — ადგილი, სადაც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურა საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ნაყოფიერი მიწა, რბილი კლიმატი და მდიდარი მეღვინეობის ტრადიცია ამ სოფელს განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს.

მარანი მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი არ არის — ის ქართული ღვინის ისტორიისა და ოჯახის მემკვიდრეობის სიმბოლოა. სწორედ აქ, ბუნებისა და ტრადიციის ჰარმონიაში, იღებს სათავეს „ლევანიტას“ ისტორია — ამბავი სიყვარულზე, ვაზზე და იმ კავშირზე, რომელიც წარსულს მომავალთან აერთიანებს.

მარანი